ახალი ამბები 

 

ძვირფასო კოლეგებო,მოგესალმებით,

 გიწვევთ  საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის მე-3 საერთაშორისო კონფერენციაზე"Multidisciplinar y Approach in Neurologic Practise", რომელიც გაიმართება თბილისის ბიზნეს ცენტრში აფაქიძის ქ 11 .16.09.17(იხ.ბმულები).იგეგმება ქართულ გერმანული ნევროლოგიური საზოგადოების ჩამოყალიბება, ვიზიტი ქ.თელავში ყამბარაშვილის კლინიკაში და ა.შ.
საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის სახელით
 პატივისცემით გიორგი ჩახავა ნედიცინის დოქტორი
ევროპის მედიკოს სპეციალისტთა ასოციაციის  ნევროლოგთა საბჭოს წევრი
მულტიპროფილური  კლინიკა "კონსილიუმ მედულას" ნევროლოგიური  მიმართულების ხელმძღვანელი
 599 55-91-01 
ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით
გთხოვთ დაგვიდასტუროთ დასწრება(ადგილები შეზღუდულია) 
 
Download documents here.
  ----------------------------------------------------------------------------------------------------

 ჩვენ კლინიკაში  შემუშავებულია თავის ტკივილების და შაკიკის   მულტიდისციპლინური მართვა თანამედროვე პაციენტზე ორიენტირებული  პერსონალური და პრევენციული მიდგომების გათვალისწინებით. არსებობს უახლესი მიდგომები, მათ  შორის   კალციტონინის გენთან შეჭიდული პეპტიდის ანტაგონისტების გამოყენების პროგრამა ხშირი და  ქრონიკული შაკიკის დროს, რომელიც საგრძნობლად ამცირებს თავის ტკივილის ინტენსივობას. ხშირი შაკიკის პროგრამით გათვალისწინებულია პრეპარატის 4 ჯერადი გადასხმა 9 თვის განმავლობაში.  პროგრამას ხელმძღვანელობს მედიცინის დოქტორი  გიორგი ჩახავა.CGRP კალციტონინის გენთან შეჭიდული პეპტიდი (The neuropeptide calcitonin gene-related peptide (CGRPცენტრალურ როლს ასრულებს შაკიკის პათოგენეზში და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ამ ნივთიერების კონცეტრაციის ზრდას თავის ტკივილის დროს. CGRP-ის და მისი რეცეპტორები  მრავალ კვლევაში იქნა შესწავლილიროგორც შაკიკის შეტევის სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება. 2015 წლის 11-12 დეკემბერს გაიმართა  ევროპის თავის ტკივილის ფედერაციის მე-10კონგრესირომელიც მთლიანად მიეძღვნა CGRP-ის ანტაგონისტებს,  როგორც შაკიკის სამკურნალო საშუალებასსხვა კვლევებთან ერთად აღნიშნული  პრეპარატი( Efficacy and safety of the anti-CGRP antibody, LY2951742, in the preventive treatment of episodic migraine Egilius L.H. Spierings (Boston) , AMG344 Peter Goadsby (London)  TEV-48125 Angel Angelov (Philadelphia)  Comparison of CGRP mAbs data Uwe Reuter (Berlin)  Conclusions & Closing ), ALD403 (Dimos d. Mitsikostas Athens) განხილული იქნა როგორც ერთერთი პოტენციური ნივთიერებარომელიც მოკლე ხანში აღიარებული და მიღებული იქნა შაკიკის პროპილაქტიკისთვის. სულ მალე აშშ-ს ქალაქ  სან დიეგოში,  აშშ-ს თავის ტკივილის კონგრესზე დაგეგმილია ზეპირი მოხსენება ამ პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ  ქრონიკული შაკიკის მქონე პაციენტებში. ამ მოხსენების თანაავტორი ცნობილ და აღიარებულ ავტორებთან ერთად(პროფესორები რიჩარდ ლიპტონი, სტეფან სილბერსტაინი,პიტერ გოდსბი ) გახლავთ  მედიცინის დოქტორი გ. ჩახავა

 

 

 

 The 10th anniversary Word congress on Controversies in Neurology(Cony), March 17-20 , 2016 Lisbon, Portugal, ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.

ერთიანი ევროპული სივრცისაკენ საქართველოში უწყვეტი პროფესიული განვითარება/განათლების პერსპექტივები


საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის ინიცატივით 2015 წლის 22 აპრილს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში  შედგა საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის აქტივის შეხვედრა პროფ ბერნარდ მაიესთან,  ევროპისმედიკოს-სპეციალისტთა კავშირის (U. E. M. S. )   ყოფილ გენერალურ მდივანთან. ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირი დაარსდა 1958 წელს, Seiqmna ევროპის სააკრედიტაციო საბჭო უწყვეტი სამედიცინო განათლებისთვის.

სხდომას ესწრებოდნენ დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის  რექტორი პროფ ლევან ტვილდიანი, საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის პრეზიდენტი ბ-ნი გიორგი ჩახავა,  საქრთველოს სამედიცინო  სპეციალისტების  ასოციაციის გამგეობის წევრები და საქართველოს წარმომადგენლები ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის შესაბამის სექციებში, საქართველოს  დიპლომისშემდგომი განათლების ასოციაციის  პრეზიდენტი ბატონი დავით თელია.

პროფ ბერნარდ მაიეს მოხსენების შემდეგ  გაიმართა დისკუსია. პროფ. რამაზ ყურაშვილი შემოვიდა წინადადებით ქრონიკული დაავადებების თემატური ჯგუფის  შექმნის თაობაზე, პროფ. ლევან ტვილდიანმა ხაზი გაუსვა ტრეინინგის ერთიანი ჩარჩო კურიკულუმის შემუშავების მნიშვნელობას და გამოთქვა რამოდენიმე სპეციალობაში, მაგ. კარდიოლოგია და "შინაგანი მედიცინა", ხელშეწყობის სურვილი, რათა საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია  ჩაერთოს აღნიშნულ პროცესში; გიორგი ჩახავამ აღნიშნა, რომ კომპეტენციაზე და უნარებზე დაფუძნებული მიდგომა ქვეყნის წარმატების საწინდარია, სასურველია ქვეყნის ჩართვა ელექტრონული  პორტფოლიოს პილოტურ   ევროპულ პროექტში შეფილდის, კოიმბრას უნივერსიტეტების და წამყვანი ევროპული ასოციაციების მონაწილეობით. შეთანხმდენ რომ  უწყვეტი პროფესიული განვითარება საჭიროებს სტიმულირებას და ექიმთა ეთიკურ/მორალურ ვალდებულებას უნდა წარმოადგენდეს, არ უნდა  გადაიქცეს გილიოტინას / დასჯის ინსტრუმენტად. ევროპის მედიკოს სპეციალისტთა საბჭოს სხდომაზე  საქართველო კანდიდატურას   UEMS-ის ყრილობის ჩასატარებლად   2017 წლის ოქტომბერში მხარი დაუჭირა რამოდენიმე ქვეყანამ(მათ შორის იტალიამ, პოლონეთმა, სლოვენიამ) და ამ ორგანიზაციის  პრეზიდენმტმა(რ.კრაევსკი), გენერალურმა მდივანმა(ე.ბორმანი), ყოფილმა გენერალურმა მდივანმა(ბ.მაიე)

ასოციაციის ახალგაზრდა წევრმა ნინო ხიზანიშვილმა ნევროლოგიაში ერთიანი ევროპული გამოცდის ჩაბარების სურვილი გამოთქვა. პროფ. დ. თელიამ გაინტერესდა U. E. M. S. -ის ინფორმაციული რესურსებით, აკრედიტაციის საკითხებით და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებით.  დაიგეგმა ქ. ვარშავაში  ევროპის მედიკოს-სპეციალისტთა კავშირის (U. E. M. S. ) მორიგი საბჭოს მუშაობაში საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის  წევრების მონაწილეობა.

 

 

სამედიცინო ტურიზმის განვითარების  პერსპექტივები  საქართველოში

გიორგი ჩახავა, ნია ბრეგვაძე, სერგო თაბაგარი, ილია ნადარეიშვილი,  ნინო კანდელაკი

ძირითადი მოხსენება  4-th world Congress of  Global Health  and Medical Tourism  Network  Tbilisi 17.04.15

 

4thMedical and Health Tourism Mart 

 

ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის  ყრილობა  ბრიუსელი, 2015

 

ამა წლის 10-11 აპრილს ქ. ბრიუსელში ჩატარდა UEMS-ის ყრილობა, სადაც   მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის დელეგაცია( პრეზიდენტი გიორგი ჩახავა, მდივანი ილია ნადარეიშვილი). აღსანიშნავია , რომ  ბოლო პერიოდში  დ.ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის თანამშრომლობა უფრო აქტიური და ეფექტური გახდა. აღსანიშნავია, რომ ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების მიუხედავად  საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციამ  შეინარჩუნა თავისი სტატუსი ევროკავშირის ორგანიზაციებში(UEMS, EMA). ჩვენი ასოციაციის დელეგაცია აქტიურად მონაწილეობდა ტკივილის მედიცინის მულტიდისციპლინური კომიტეტის და დიპლომისშემდგომი/უწყვეტი პროფესიული განათლების  სამუშაო ჯგუფებში. წინასწარი მოლაპარაკების საფუძველზე იგეგმება ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმება იტალიის და საბერძნეთის ნაციონალურ ორგანიზაციებთან.  10 აპრილს  მოწვეულ სტუმრებს საშუალება მიეცათ დასწრებოდნენ ახლად შეძენილი  და გარემონტებული სასახლის "Domus Medica  Europaea"-ის  საზეიმო გახსნას. მედიკოს სპეციალისტთა საბჭოს სხდომის ბოლოს გ. ჩახავას  წინადადებას, 2017 წლის ოქტომბერში     UEMS-ის ყრილობის თბილისში ჩატარების თაობაზე,   მხარი დაუჭირა რამოდენიმე ქვეყანამ(მათ შორის იტალიამ, პოლონეთმა, სლოვენიამ) და ამ ორგანიზაციის  პრეზიდენმტმა(რ.კრაევსკი), გენერალურმა მდივანმა(ე.ბორმანი), ყოფილმა გენერალურმა მდივანმა(ბ.მაიე).

 

ქ. ბრიუსელში ყოფნისას ასევე შედგა შეხვედრა ევროპის სამედიცინო ასოციაციის და პრევენციული პერსონალური მედიცინის  ასოციაციის პრეზიდენტთან ვ. კასტილიოლასთან, განიხილა ერთობლივი  GAMS/EMAპროექტების შესაძლებლობები (მაგ. საექთნო საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტები   წამყვანი სამედიცინო უნივერსიტეტების მონაწილეობით  ERASMUS+-ის ფარგლებში)  

 

 

     

 

 

 

 

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის მონაწილეობა UEMS(ევროპის მედიკოს სპეციალისტების ასოციაციის)-ის საბჭოს კონგრესში. ქ. პარიზი 18-20.10.13

 

  UEMS-ის სტრატეგიის საფუძველზე ჩამოყალიბდა უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომიტეტი და მმართველი საბჭო  დიპლომისშემდგომი განათლების  საკითხებზე .

 

სამედიცინო სპეციალისტების კვალიფიკაციების აკრედიტაციის ევროპული საბჭო-European Council for the Accreditation of Medical Specialists Qualifications ECAMSQ®)დაარსდა ევროპის მედიკოს სპეციალისთა ასოციაციის ქოლგის ქვეშ 2009 წლის ოქტომბერში. საბჭო მიზნად ისახავს შეაფასოს სპეციალისტების ცოდნა, კომპეტენციები და უნარები  შესაბამისი სექციების/ საბჭოების რეკომენდაციების საფუძველზე.  საბჭოს მარეგულირებელი კომიტეტი ელექტრონული პლატფორმის შექმნის და შემდგომი იმპლემენტაციის  ტექნიკურ და სტრატეგიულ საკითხებზე მიზნად ისახავს სამედიცინო განათლების ჰარმონიზაციას ევროპული სტანდარტების მიხედვით. ელექტრონული პლატფორმა თანმიმდევრულად ასახავს სამედიცინო სპეციალისტების მომზადების პროცესს- ცოდნას,უნარებს,მიდგომებს მიღწევების და პროგრესის ჭრილში. განსახილველად წარმოდგენილი იქნა ტერმინოლოგიური ლექსიკონი და  UEMS-ის სახელმძღვანელო მრავლობითი  არჩევის კითხვების შედგენის წესის შესახებ. 

 

ამჟამად მიმდინარეობს 2005/36/EC დირექტივების  განხილვა-რევიზია ევროკომისიის მიერ, რომელმაც  მოამზადა წინადადებები  ევროპარლამენტსა  და   საბჭოსთვის. ბრიუსელის ოფისის ადმინისტრაციული ხელმძღვანელის ფ. დეშტერბერგის აზრით UEMS თანამიმდევრულად აგრძელებს თავის პოლიტიკას რათა დაადასტუროს მტკიცე პოზიცია არსებულ საკითხებთან მიმართებაში. მან გააკეთა მოხსენება UEMS-ის როგორც ევროკომისიის პარტნიორი ორგანიზაციის  წვლილის შესახებ  ადამიანური რესურსის განსაზღვრისთვის ევროპულ დონეზე.

 

ფსიქიატრიის სექციის პრეზიდენტმა ჰ. ხელკმისტმა  წარადგინა  დიპლომისშემდგომი განათლების სამუშო ჯგუფის ანგარიში. UEMS-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჰ. ჰალილამ უწყვეტი სამედიცინო განათლების/პროფესიული განვითარების სამუშო ჯგუფის შესახებ(ჯგუფის მუშაობაში ჩავერთე GAMS-ის სახელით და ვმონაწილეობ დამკვირვებლის სტატუსით). UEMS-ის გენერალურმა მდივანმა შეაჯამა EACCME-ს მართვის და განვითარების პროგრესი და განიხილა ახალი აკრედიტაციის კრიტერიუმები.

 

ე. ბორმანმა განიხილა ეთიკის და გამჭირვალეობის ინიციატივები ევროპულ დონეზე- როგორც ევროკომისია, ისე თვით ინდუსტრია ცდილობს სათანადო ნაბიჯების გადადგმას რათა ურთიერთობა  გარე ინსტიტუციებთან და ორგანიზაციებთანგახდეს უფრო გამჭირვალე. ეთიკური პლატფორმა ითვალისწინებს ქვეყნების ნებაყოფლობით  მონაწილეობას და კოლექტიურ პასუხისმგებლობას, რის საფუძველზეც ჩამოყალიბდა მარეგულირებელი მექანიზმი, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობას ჯანდაცვის პროფესიონალებს, პაციენტთა ორგანიზაციებს, უფლებამოსილ კომპეტენტურ ორგანოებს და ფარმაცევტულ ინდუსტრიას შორის.

 

UEMS-ის საბჭომ   მხარი დაუჭირა კარდიოლოგიის სექციის/საბჭოს პრეზიდენტ რაინჰარდ გრებენიოვის და რადიოლოგიის სექციის თავჯდომარის პროფ დემუსის მიერ წარმოდგენილ ევროპული ტრეინინგის/კურიკულუმის სტანდარტებს. ხმების უმრავლესობით მხარდაჭერილი იქნა ჰიპერტენზიის მართვის თემატური ფედერაცია, შეიქმნა ჭრილობების  სწორი მართვის, ტკივილის(ჯგუფის მუშაობაში ჩავერთე GAMS-ის სახელით და ვმონაწილეობ დამკვირვებლის სტატუსით)  მულტიდისციპლინური კომიტეტები.

 

თორაკალური ქირურგიის სექციის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით  და სტრუქტურების დუბლირების  აცილების მიზნით  ყველა დამარჩენი ანალოგიური ქვეგანაყოფი გაუქმდა.

 

კომგრესზე  ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს   ხორვატიის(რომელი გახდა ევროკავშირის 28-ე წევრი) და ისლანდიის UEMS-ის  სრული წევრის სტატუსს.

 

კომგრესზე სიტყვით გამოვიდნენ სხვა ავტორტეტული ევროპული ორგანიზაციების წარმომადგენლები-ევროპის სტუდენტ მედიკოსთა ასოციაციის  თავჯდომარე ოლგა როსტოვსკა,  ხელშეკრულებით მომუშავე ექიმების ევროპული ფედერაციის პრეზიდენტი ენრიკო რეჯინატო გამოვიდა მოხსენებით სამუშაო პირობების და საათების რეგულირების საკითხებზე-შემოვიდა წინადადებით, რათა საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია გაწევრიანდეს ამ ორგანიზაციაში(საწევროს გადახდის გარეშე), საოჯახო მედიცინის ევროპული კავშირის პრეზიდენტი  ვილლი ანდრე, ჰოსპიტალური წამყვანი ექიმების ევროპული ასოციაციის წარმომადგენლები, ევროპის ახალგაზრდა ექიმთა ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა...

 

სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი გამოვიდა ინიციატივით დანერგოს ესტეტური მედიცინის  სტანდარტები და მოთხოვნები, რაც UEMS-ის  მოსაზრებით სრულიად დაუშვებელია , ვინაიდან ახდენს UEMS-ის  ფუნქციების დუბლირებას. აქედან გამომდინარე მომზადებული იქნა ღია წერილი სხვა ევროპული სამედიცინო ორგანიზაციების და ნაციონალური წარმომადგენლობის სახელით რათა შეწყდეს სტანდარტიზაციის ევროპული  კომიტეტის ჩარევა სამედიცინო რეგულირების საკითხებში.

 

კონგრესის დროს UEMS-ის  ვიცეპრეზიდენტის სალვატორე რამუშელოს ინიციატივით  მიმდინარეობდა მოლაპარაკება იტალიის ექიმთა ორდენის წარმომადგენლებთან საქართველოს და იტალიის შორის შესაძლო ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის შესახებ. გაიმართა შეხვედრები შინაგან სნეულებათა,კარდიოლოგიის,ფსიქიატრიის, ნევროლოგიის, ანესთეზიოლოგიის სექციების პრეზიდენტებთან. UEMS-ის  პრეზიდენტმა რ.კრაევსკიმ და გენერალურმა მდივანმა ე.ბორმანმა გამოთქვეს საქართველოს სრული მხარდაჭერის მზადყოფნა.

 

საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის სახელით დამკვირვებლის სტატუსით მივიღე მონაწილეობა ტკივილის მულტიდისციპლინური ერთობლივი კომიტეტის მუშაობაში.

 

არჩეული იქნა კომიტეტის  ახალი  პრეზიდენტი კ. აბელა(ანესთეზიოლოგიის სექცია) და გენერალური მდივანი დ.ვივერი(ფიზიკური და რეაბილიტაციის მედიცინის სექცია)

 

  დასახული იქნა შემდეგი ამოცანები:

 

ევროპაში   სხვადასხვა სპეციალობაში  ტკივილის  მედიცინის ტრეინინგის  მრავალმხრივი შეფასება მხარდაჭერა ევროპული მულტიდისციპლინური  ტკივილის საზოგადოებების მიერ პირველ რიგის გამოწვევები: 

 

შესაბამისი სპეციალობის ფარგლებში კომპეტენციაზე დაფუძნებული დიპლომისშემდგომი ტკივილის სილაბუსის წარმოდგენა

 

ტკივილის  ევროპული კურიკულუმის განვითარება

 

ტკივილის მედიცინაში  საბჭოების, სერტიფიკატის ან დიპლომის   შექმნა და დანერგვა

 

სხვა ამოცანები:

 

ტკივილის მულტიდისციპლინური  მართვის სტანდარტების   დანერგვა , ტკივილის კლინიკების შეფასებისთვის მინიმალური ევროპული კრიტერიუმების შემოღება. ტკივილის მედიცინაში  სტანდარტიზირებული და  ჰარმონიული განათლება,  პაციენტების ეფექტური მკურნალობის საწინადარია

 

 

 

გიორგი ჩახავა

 

  • 19 ივნისი,17:00  ქართულ-ამერიკული  საოჯახო მედიცინის ცენტრი: შედგა სსსა-ს გამგეობის გაფართოებული  სხდომა: მონაწილეობდნენ - გ.ჩახავა, ნ.კანდელაკი, ს.თაბაგარი, ნ.ბრეგვაძე, დ.ჯალაგანია, ტ.კურჩევსკა, მ.თოდუა

განხილული იქნა შემდეგი საკითხები

  • 1 წლის გეგმის შედგენა  და განხილვა  ( ყველამ უნდა დაწეროს  საკუთარი ვარიანტი)
  • პოლონელ ექიმებთან ერთობლივი კონფერენციების გამართვა (პოლონეთის ექიმთა და სტომატოლოგთა პალატა)     ტ. კურჩევსკა
  • რეგიონული საბჭოების შექმნა და რეგიონებში გასვლები 
  •  ქართულ-პოლონური თემატური სემინარები, ძირითადად რეგიონებში.
  •  საიტზე რეკლამების განთავსების საკითხები
    •  საიტზე რეგისტრაცია
  • პრეზიდენტის არჩევნები - 6 წელიწადში ან   3 წელიწადში ერთხელ
  • მემორანდუმები
  •  შიდა აუდიტის კომისიის შექმნა , ხარისხის კონტროლის ჯფუფი ( ნია ბრეგვაძე)
  • საინტერესო  და იშვიათი  შემთხვევების  განხილვებიშემთხვევაზე -ორიენტირებული ჯგუფის შექმნა-დ.ჯალაგანია
  • მედიატორის როლი სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებს, პაციენტებს შორის.
  •  საიტზე რეგისტრაცია
  • სამედიცინო განათლების  საკითხების ჯგუფის შექმნა (ნ.კანდელაკი)
  • საზოგადოების ოფისის/ ფართის საკითხები - . ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი და/ან დ.ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტი -სამედიცინო განათლების ცენტრი ( ოქტომბრიდან )
  • დამტკიცდა სსსა-ს დღის წესრიგი და თარიღები

 

კონფერენციის ჩატარების ადგილი

ტიფლის ბიზნეს ცენტრის  საკონფერენციო დარბაზი აფაქიძის ქ.11

11.07.13                     16.00 სთ-ზე

 

1..ბრეგაძე “მედიცინის და ჯანდაცვის სპეციალობებში დიპლომამდელი, დიპლომის შემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების შესაძლებლობები საქართველოში”

 2.ნ. კანდელაკი"საგრანტო პროექტების  მომზადება  ევროგაერთიანებისთვის"   სტოქჰოლმში ერთთვიანი ვიზიტის  მასალების მიხედვით.

 

16:30 - 17:00    შესვენება

3. ტ. კრუჩევსკა საინფორმაციო მოხსენება" ქ. კრაკოვში პოლონელ მედიკოსთა მსოფლიო კონგრესი-პოლონეთის ექიმთა და სტომატოლოგთა პალატასთან თანამშრომლობის პერსპექტივები"

4.გ. ჩახავა ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის 2013 წლის ბიულეტენში გამოქვეყნებული სსსა-ს წლიური ანგარიში, ვებ–საიტი,, ფინანსები და მიმდინარე საკითხები.

 სიახლე! გ. ჩახავას და ნ, კანდელაკის სტატია "საქართველოში  უწყვეტი სამედიცინო განათლების განვითერeბისთვის საკანონმდებლო საკითხები"  მიღებულია    ევროპის  ჟურნალში –Journal of European CME გამოსაქვეყნებლად http://informahealthcare.com/eprint/IIUJXp89DsQXnj57mnfz/full

 

ახლახან გამოქვეყნდა ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის წევრი ასოციაციების წლიური ანგარიში-2013 (მათ შორის ჩვენი ასოციაციის ანგარიში-იხ. ინგლისურენოვანი ვერსია)  (see attachment).

 7-8.06. 2013 ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტალური მედიცინის ცენტრში ჩატარდა სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი საერთაშორისო კონფერეცია, რომლის ძირითადი სლოგანი იყო  რობერტ გრინ ინგერსოლის ციტატა"მსჯელობა, დაკვირვება და გამოცდილება:მეცნიერების წმინდა სამეული"-მისასალმებელი სიტყვით სსსა-ს სახელით გამოვიდა გ.ჩახავა.

 

 

 

GAMS ღონისძიებები/მიღწევები

 გიორგი ჩახავა

 

          სამედიცინო რეფორმა საქართველოს მთავრობის მიერ ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად არის გამოცხადებული. რეფორმა ითვალისწინებს ევროპული სტანდარტების  და ეროვნული კანონმდებლობების  შესაბამისი თანამედროვე სამედიცინო სისტემის განვითარებასა და დაგეგმვას. ჩვენს ქვეყანაში ბოლო დროს განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილებები, როგორიც არის- ინფრასტრუქტურული პროექტები მცირე და საშუალო საავადმყოფოების აშენების და რეაბილიტაციის სახით, ხანდაზმულთა და 6 წლამდე ბავშვების საყოველთაო სახემლწიფო დაზღვევა, საბაზისო სამედიცინო განათლებაში კრედიტების ტრანსფერის და დაგროვების  ევროპული სისტემის და დიპლომის დანართის შემოღება ( ბოლონიის პროცესის მოთხოვნების მიხედვით). ამავე დროს არსებული საკანონმდებლო ბაზისის მიუხედავად არ არის სათანადოდ დაცული  ექიმთა და პაციენტთა უფლებები.  დიპლომამდელი/უწტვეტი სამედიცინო განათლება  ჩამორჩება თანამედროვე მოთხოვნილებებს, არ არსებობს სტიმულები და ინცენტივები, ფინანსური და გეოგრაფული მისაწვდომობა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს სამედიცინო სკოლების კურსდამთავრებულთა ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე, განაპირობებს  ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის დაბალ ხარისხს.  საქართველოსსამედიცინოსპეციალობათაასოციაცია  შეიქმნა 2006 წელს, როგორც არასამთავრობო და არამომგებიანი სამედიცინო ასოციაცია, რომლის  მიზანია ექიმებსა და სამედიცინო პროფილის სპეციალისტთა შორის  ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა და განვითარება, სამედიცინო რეგულირების პრობლემური საკითხების განხილვა, დამუშავება და ინფორმაციის მიწოდება, უწყვეტი სამედიცინო განათლების და მუდმივი პროფესიული განვითარების პრინციპების პოპულარიზება ქართველ ექიმებს შორის, ჯანდაცვის სისტემაში მსოფლიო  წამყვანი ქვეყნების გამოცდილებს დანერგვისა  და გავრცელების ხელშეწყობა საქართველოში.

      

  აღნიშნული აქტივობების განხორციელებაში საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის წევრები აქტიურ მუშაობას ეწევიან ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან ერთად სხვადასხვა შეხვედრებსა და სემინარებზე.

ამის ნათელი მაგალითებია ქ. თბილისი 2011 წლის 3-4 ოქტომბერს ჩატარებული შეხვედრა უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და მუდმივი პროფესიული განვითარების პრობლემურ საკითხებზე  

უსგ/უპგ გამოწვევბი ევროგაერთიანებაში დანერგვის გზები საქართველოში

 რომელიც გაიმართა   საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობს მხარდაჭერით საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაციის ეგიდით.

    2012 წლის 14-16 სექტემბერს  საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის და წმინდა  გრიგოლ ფერაძის  სახელობის საქართველოს პოლონელ მედიკოსთა  კავშირის  ინიციატივით ჩატარდა 

III საერთაშორისო ქართულ-პოლონური კონფერენცია 21-საუკუნის მედიცინა მიღწევებიშესაძლებლობები და გამოწვევები

 თბილისის მერიის  თანადგომით, ასევე პოლონური სამედიცინო ორგანიზაციების მსოფლიო ფედერაციის, პოლონეთის ექიმთა და სტომატოლოგთა პალატის, ვარშავის ექიმთა და სტომატოლოგთა რეგიონული სამედიცინო პალატისა და ი. ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მხარდაჭერით. განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ექიმთა თვითმმართველობა ( პოლონეთის ექიმთა კოლეგიის მაგალითზე), ფარმაცევტული ინდუსტრიის და სამედიცინო საზოგადოების ურთიერთობა, ხარჯთეფექტური და თანამედროვე მკურნალობის პრინციპები, უწყვეტი სამედიცინო განათლება და პროფესიული განვითარება, ჯანდაცვის რეფორმების  გამოწვევები და  პრობლემები პოსტკომუნისტურ ქვეყნებში, წარმატებული სამედიცინო დაწესებულებების/კლინიკების პრაქტიკული მაგალითები, პრაქტიკული მედიცინის  აქტუალური საკითხები , რაც წარმოადგენს საქართველოს ჯანდაცვის განვითარების პრიორიტეტს. კონგრესში მონაწილეობდნენ აშშ-ს, ლიტვის, უკრაინის, ბელარუსიის წამყვანი სპეციალისტები, სულ დაახლოებით 200 დელეგატო ( საქართველოს სამედიცინო  საზოგადოების წარმომადგენლებისჩათვლით).კონფერენციის  ფარგლებში  სასტუმრო “შერატონ მეტეხი პალასში  გაფორმდა 

ხელშეკრულება  თანამშრომლობის  შესახებ პოლონეთის ექიმთა და სტომატოლოგთა პალატას

 და საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციას შორის.  

აღნიშნული ღონისძიებები  გამოირჩეოდა თავისი წარმომადგენლობით:

 მასში მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტისსაქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს,

 საქართველოს  განათლების სამინისტროსქართული უნივერსიტეტების წარმომადგენლები და სხვადასხვა სამედიცინო პროფილის წამყვანი სპეციალისტები.

ყურადსაღებია, რომ აღნიშბნული აქტივობების განხორციელებაში საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციას აქტიურ დახმარებას უწევს ევროპის სამედიცინო სპეციალისტთა კავშირირომელიც წარმოადგენს ერთიანი ევროპის ძირითად და წამყვან მარეგულირებელ სამედიცინო გაერთიანებას და ევროპის სამედიცინო ასოციაცია.

 მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ სსსა(GAMS) არის ევროპული გაერთიანების ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. 

 ჩვენს ქვეყანაში არსებული არც თუ სახარბიელო ეკონომიურ თუ სოციალური გარემოებების  მიუხედავად  სსსა-მ მოახერხა დამკვირვებელი წევრის სტატუსის შენარჩუნება ევროპის სამედიცინო სპეციალისტთა გაერთიანებაში. ევროპის სამედიცინო სპეციალობათა გაერთიანებასთან  ხელშეკრულების საფუძველზე  -

საქართველოს სამედიცონო  სპეციალობების ასოციაციას ასევე მიენიჭა უფლება წარადგინოს ორ-ორი წარმომადგენელი 

ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის სამედიცინო სპეციალობების მიხედვით სხვადასხვა სექციებში მონაწილეობისთვის.

 ჩევნი ასოციაცია გამოდის  სამედიცინო თვითმმართველობის სტრუქტურის ექიმების/ექთნების რეგისტრის შექმნის, დიპლომისშემდგომი/უწყვეტი სამედიცინო განათლების რეფორმირების პროექტის ინიციატივით საქართველოში, რაც ითვალისწინებს სწავლების პროცესის გაუმჯობესებას ინტეგრირებული სამედიცინო განათლების, შემთხვევაზე ორიენტირებული სწავლების დანერგვის გზით, სწავლების, სწავლის და შეფასების თანამედროვე მეთოდოლოგიის შემუშავებას.  ზემოაღნიშნული ამოცანების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ევროკავშირის/მსოფლიო უფლებამოსილ  სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით. წარმატების შემთხვევაში პროექტის შედეგები განსახილველად წარედგინება განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებს, ყველა დაინტერესებულ მხარეს გაეწევა შესაბამისი რეკომენდაციები.  დიპლომისშემდგომი /უწყვეტი განათლების გარდაქმნა უდავოდ ხელს შეუწყობს საქართველოში ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებას, რაც საბოლოოდ დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

 საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს მიწვევად დიდ  ბრიტანეთში გამართული უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპის ფორუმზე, სადაც დიდი მხარდაჭერა მოიპოვა ასოციაციის ხედვამ დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების საკითხებზე.

ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების ჟურნალში  დასაბეჭდად მიღებულია სტატია "საქართველოს  უწყვეტი სამედიცინო განათლების და უწყვეტი პროფესიული განვითარების სამართლებრივი ასპექტების მიმოხილვა

 მედიცინის აკადემიური დოქტორების გიორგი ჩახავას და ნინო კანდელაკის ავტორობით. 

 * საქართველოში  უსგ/უპგ უახლოესმომავალში   უნდა იყოს კოორდინირებული  დამოუკიდებელი მულტიდისციპლინარული წარმომადგენლობითი საბჭოს /პროფესიული სამედიცინო ასოციაციების (მათშორის (GAMS) )  მიერ  განათლების სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით.

 * წარმატებული სტრატეგია  გულისხმობს ცოდნას/უნარებსა  და მოსალოდნელ დადებით შედეგებს შორის კავშირის  მნიშვნელობის ადექვატურ განმარტებას.

*სამედიცინო  ცოდნის  მოცულობის სწრაფმა  გაფართოებამ  და კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ,ამ ინფორმაციის  მზარდი სიჩქარით გავრცელებამ   მიგვიყვანა  „ რთული თანამედროვე  პაციენტის“  ცნებამდე.

*სამედიცინო სამართალწარმოება უკვე აღარ არის დასავლეთის იგავი, იგი სწრაფად ვრცელდება  განვითარებად ქვეყნებში , როგორიცაა ჩვენი ქვეყანა და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ამისათვის.

* ევრუპული დირექტივების   დანერგვა  საქართველოს სამედიცინო საზოგადოების ინტერესების და სპეციფიკის გათვალისწინებით. უპირატესობა ენიჭება  უსგ/უპგ-  ეტაპობრივად განვითარების პრინციპებს.

ექიმების რეესტრის , „წარჩინების ნიშნის ინსტიტუტის“  სისტემის დამკვიდრება და   არა სადამსჯელო ბერკეტების.

*მეტი ყურადღება სპეციალისტების კვალიფიკაციაზე და არა ღონისძიებების აკრედიტაციაზე.

*უსგ/უპგორგანიზაციული  სტრუქტურის / მართვის  განვითარება საბაზისო და ხარისხის გაუმჯობესების სტანდარტების უზრუნველყოფისთვის.   

* კარგი სამედიცინო პრაქტიკის პრინციპების წახალისების სტიმულირება

 

 

Search