მოგესალმებით, საუკეთესო სურვილებით, საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის ვებ გვერდზე, რომელიც განახლდა ამ ცოტა ხნის წინ რათა უკეთ ასახოს ასოციაციის  მოქმედებათა ზრდა და გაფართოება. განახლებული ვებ გვერდი მოიცავს ინფორმაციას ასოციაციის წინა და მიმდინარე საქმიანობების შესახებ, ისევე როგორც მოიცავს ორგანიზაციის სამომავლო გეგმების და სტრატეგიების კონტურებს. ჩვენ ასევე გთავაზობთ ელექტრონულ პუბლიკაციებს, სტატიების და ცალკეული კვლევითი ნაშრომების სახით, რომლებიც შეიქმნა ასოციაციის ბაზაზე, ექსპერტების და მკვლევარების მიერ.

ვებ გვერდი მოგცემთ საშუალებას გაეცნოთ სსსა-ს სისტემურ ქმედებებს: კონფერენციებს, კვლევებს და ტრეინინგებს, რომლებიც მიმართულია საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესებისაკენ, საქართველოში არსებული პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის და მოთხოვნების გათვალისწინებით.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენს ქვეყანაში სამედიცინო საზოგადოების პროფესიონალიზმის ამაღლების და განვითარების საქმეში, განამტკიცებს უნივერსალურ ფასეულობებს.

პატივისცემით

 საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაციის საბჭო

Search