სტრუქტურა

 

საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაცია: წესები და რეგულირება

სსსა 2005

 

თავი 1 : ზოგადი რეგულირება

საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაცია (სსსა) შემდგომში ასოციაცია დაარსებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის(კანონმდენლობის) შესაბამისად.

ასოციაცია ახორციელებს საკუთარ მოღვაწეობას  ზემოთაღნიშნული კოდექსის, საქართველოს არსებული კანონების, საკუთარი წესების და მარეგულირებელი აქტების საფუძველზე.

1.1  ასოციაციის სახელი „სსსა“ - საქართველოს სამედიცინო სპეციალობათა ასოციაცია თავისი რეგისტრაციის მომენტიდან ასოციაცია წარმოადგენს არასამთავრობო, არაკომერციულ ერთეულს რომელსაც აქვს საკუთარი დამოუკიდებელი ბალანსი და საკუთრება, ფულად ოპერაციებს კი ახორციელებს საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო ინსტიტუტების წესების მიხედვით

1.2  ასოციაციას შეუძლია დაიცვას და წარმოადგინოს მისი წევრების კანონიერი ინტერესები სამთავრობო დაწესებულებებში, საკანონგმდებლო ორგანოებში და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში.

1.3  საზოგადოებას შეუძლია ჩამოაყალიბოს თავისი სექციები, წარმომადგენლობები, დეპარტამენტები და ორგანიზაციები, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

1.4  საზოგადოებას შეუძლია შეიძინოს საკუთრება და არა მესაკუთრის უფლებები, აიღოს ვალდებულებები, წარდგეს სასამართლოში

1.5  ასოციაციას აქვს ბეჭედი თავისი სახელითა და ემბლემით, ყველა საჭირო ატრიბუტით

1.6  ასოციაცია პასუხისმგებელია ვალდებულებებზე თავისი საკუთრების ფარგლებში.

1.7  ასოციაცია დაარსებულია განუსაზღვრელი დროით

1.8  ასოციაცია ახორციელებს თავის მოღვაწეობას საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში

1.9  ასოციაციის მისამართია: თბილისი, კოსტავას ქუჩა 76/56

 

თავი 2 : ასოციაციის მოღვაწეების მიზნები და მისწრაფებები

ასოციაციის მიზანია საქართველოში  ჯანდაცვის სისტემის  განვითარება,  დაავადებათა მართვის და  პრევენციის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება, პროფესიონალური ზრდის ხელშეწყობა, სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლა, ბიზნეს და პროფესიონალური კონტაქტების დამყარება საზღვარგარეთის ქვეყნებთან, სამთავრობო და არასამთავრობო, პროფესიულ და სხვა სამედიცინო ორგანიზაციებთან, სამედიცინო რეფორმების დანერგვის ხელშეწყობა

 

         ამისათვის ასოციაცია ახორციელებს შემდეგ ქმედებებს:

2.1  ჯანდაცვის  სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში მონაწილეობა, აღნიშნული მიზნისათვის საზღვარგარეთის ანალოგიური ორგანიზაციებთან კოოპერაციის დამყარება.

2.2 საერთაშორისო( ევროპა,მსოფლიო) და რეგიონალური პროფილური ორგანიზაციების დახმარებით  სპეციალისტების ტრენინგის  უზრუნველყოფა, ორმხრივი მულტიცენტრული  სამეცნიერო მუშაობის უცხოურ პროფილურ ორგანიზაციებთან ხელშეწყობა/ორგანიზება

2.3 სამედიცინო კონფერენციებისა და სემინარების, სამეცნიერო კონფერენციების  მასალების ორგანიზება,პუბლიკაცია/ გავრცელება, საქართველოში მიმდინარე სამეცნიერო / სამედიცინო საქმიანობის  შესახებ ინფორმაციის გავრცელება

2.4  ინფორმაციის გაცვლა საზღვარგარეთის მოწინავე სამედიცინო და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ინსტიტუტებთან / ცენტრებთან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცენტრალურ და რეგიონალურ სტრუქტურებთან

2.5 ტრეინინგ პროგრამებისა და ექიმთა დიპლომისშემდგომი განათლების ხელშეწყობა.

  

აღნიშნული მიზნების რეალიზებისათვის ასოციაცია ითვალისწინებს კოოპერაციას ყველა ფიზიკურ და იურიდიულ ერთეულთან რომელთა მისწრაფებები ემთხვევა ასოციაციის მიზნებს და  შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობასთან.

 

თავი 4: ასოციაციის წევრობა

4.1    ასოციაციის წევრები შეიძლება იყვნენ როგორც  ფიზიკური ისე იურიდიული პირები, ასოციაციის წევრობა არის ნებაყოფილობითი.

4.2    საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება გახდეს ასოციაციის წევრი თუკი ის იზიარებს ასოციაციის წესებს , მსოფლმხედველობას, წესებს  და მარეგულირებელ აქტებს. შეუძლებელია ასოციაციის წევრობის მიღება როგორც  მემკვიდრეობით, ასევე გადაცემა მესამე პირზე

4.3    საზოგადოების საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს წევრობის შესახებ

4.4    საზოგადოების წევრს უფლება აქვს:

-         მიიღოს მონაწილეობა საზოგადოების აქტივობაში და  არჩეული იყოს  მარეგულირებელ ორგანოში

-         მიიღოს უპირატესობა საზოგადოების მიერ წარმოებულ პროგრამებში

-         მიიგოს დახმარება და მატერიალური მხარდაჭერა ასოციაციისგან საერთაშორისო კავშირების  დასამყარებლად

4.5    ამავდროულად იყოს ნებისმიერი საზიგადოეებრივი ორგანიზაციის წევრი ასოციაციის წევრი ვალდებულია:

-         მონაწილეობა მიიღოს ასოციაციის აქტივობაში, გამოიჩინოს ინიციატივა და ხელი შეუწყოს ასოციაციის მიზნების წარმატებულ რეალიზაციას

-         პოპულარიზაცია გაუწიოს ასოციაციის მიზნებს და ამოცანებს

-         გადაიხადოს ასოციაციაში გაწევრიანების და ყოველწლიური საწევრო გადასახადი

4.6    ასოციაციის კოლექტიური წევრები შეიძლება იყვნენ ორგანიზაციები და ინსტიტუტები, ნებისმიერი ფორმისა და რაოდენობის საკუთრების მქონე, ქართული და უცხოური ორგანიზაციები, ფონდები, გაერთიანებები რომლებიც ეთანხმებიან ასოციაციის წესებს და იხდიან ასოციაციაში გაწევრიანების და ყოველწლიურ საწევრო გადასახადს.

4.7    იმ შემთხვევაში თუ ასოცოციაციის წევრი  არ მონაწილეობს ასოციაციის აქტივობაში, არ იხდის საწევროს და ავრცელებს ასოციაციის კონფიდენციალურ ინფორმაციას გარიცხული იქნება ასოციაციიდან

4.8    ასოციაციის წევრები  პასუხისმგებელნი არიან ასოციაციის ვალდებულებებზე, ხოლო ასოციაცია არ არის პასუხისმგებელი მისი წევრების ვალდებულებებზე

 

თავი 5: ასოციაციის სტრუქტურა

5.1 ასოციაციის უმაღლესი ორგანო არის მისი წევრების ყრილობა რომელიც ტარდება ყოველწლიურად მისი მარეგულირებელი საბჭოს მიერ, ასოციაციის რიგგარეშე ყრილობა შეიძლება მოწვეული იქნას მისი წევრების 1/10 ის მიერ მისი განრიგისა და მიზნების მითითებით.

5.2 ასოციაციის წევრები გაფრთხილებული უნდა იყვნენ ყრილობის შესახებ ორი კვირით ადრე წერილობითი ფორმით ან ინფორმაციის მოთავსებით ასცოციაციის მედია საშუალებებში

5.3 ყრილობა ლეგიტიმურია თუ მას ესწრება წევრების უმრავლესობა, გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმის მიცემის მეშვეობით

5.4 გენერალური ყრილობა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება

      - ასოციაციის ქმედების ძირითადი მიმართულების შესახებ

      - შეიტანოს ცვლილებები და შესწორებები ასოციაციის წესებში და მარეგულირებელ აქტებში

      - აირჩიოს საბჭო

      - მოუსმინოს საბჭოს და მიიღოს მისი გადაწყვეტილებები

      - მიიღოს გადაწყვეტილება ასოციაციის დაშლისა და რეორგანიზაციის შესახებ

5.5  ასოციაციის ყრილობებს შორის ძირითადი მმართველი ორგანო არის ასოციაციის გამგეობის საბჭო

5.6 გამგეობის შეკრება ხდება ყოველთვიურად, მისი რიგგარეშე მოწვევა შეუძლია  მისი წევრების 1/3

5.7 გამგეობა პასუხისმგებელია ასოციაციის მართვაზე

5.8 გამგეობის გადაწყვეტილება მიიღება მისი წევრების 2/3 მიერ ხმის მიცემით

5.9 გამგეობის წევრებს შორის წარმოქმნილი უთანხმოება რომელიც შეეხება ასოციაციის წესებსა და მარეგულირებელ აქტებს წყდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ან/ თუ ასეთი არ შედგა- სასამართლოში

5.10 გამგეობა ირჩევს მის ხელმძღვანელს

5.11 გამგეობა უფლებამოსილია

       -  განსაზღვროს ასოციაციის მოღვაწეობის სტრატეგიული მიმართულებები

       -  ყრილობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია

       -  განსაზღვროს წევრობის წესები და საწევრო გადასახადი

       -  განსაზღვროს დონორთა სტატუსი და მათი მონაწილეობის ხარისხი ასოციაციაში

       - მიიღოს გადაწყვეტილებები იმ საკითხებთან დაკავშირებით რომლებიც წარმოიშობა ყრილობებს შორის ან არ შედიან ყრილობის კომპეტენციაში

5.12 ასოციაციის გამგეობა შედგება 5 წევრისაგან რომლებიც არჩეული არიან 3 წლის პერიოდით

5.13 ასოციაციის მიმდინარე ქმედებები ხორციელდება მისი ხელმძღვანელის მიერ   

რომელიც წარმოადგენს ასოციაციას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან მიმართებაში, როგორც საქართველოში ისე საზღვარგარეთ

5.14 გამგეობის ხელმძღვანელი:

    –    აფორმებს ხელშეკრულებებს

–        აძლევს ნებართვებს

–        აწარმოებს მოლაპარაკებებს

–        ახდენს საბანკო ანგარიშების გახსნას და დახურვას

–        გამგეობასთან შეთანხმებით მართავს ასოციაციის ქონებას და საკუთრებას

–        ხელს აწერს ფინანსურ და სხვა ტიპის დოკუმენტებს

 

 

 

თავი 6: ასოციაციის საკუთრება და შემოსავლის წყაროები

6.1 ასოციაციას შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი ტიპის საკუთრება გარდა ბრუნვიდან ამოღებულისა.

6. 2 თავისი მიზნების განსახორციელებლად ასოციაციამ შეიძლება მიიღოს დახმაარება დონორებისგან, აღჭურვილობის, ავეჯის, სასწავლო მასალების და სხვა ტექნიკური კოოპერაციის სახით

6.3 ასოციაციის ფინანსური რესურსები დგება : საწევრო გადასახადიდან, სხვადასხვა ორგანიზაციებიდან მიღებული დონაციებით, აგრეთვე სხვადასხვა სასწავლო და სამეცნიერო პროგრამებში მონაწილეობით მიღებული კანონიერი შემოსავლებისაგან

6.4 ასოციაციის შემოსავალი უნდა მოხმარდეს ასოციაციის მიზნების განხორციელებას და არ უნდა გაუნაწილდეს მის წევრებს.

 

თავი 7. ასოციაციის ინდუსტრიული აქტივობა

 

7.1 ასოციაციას აქვს უფლება განახორციელოს ინდუსტიული აქტივობა

7.2 ასოციაციას აქვს უფლება ჩამოაყალიბოს წარმოება არსებული კანონმდებლობის შესაბამისად

7.3 ასოციაციის საწარმოო წელი იწყება 1 იანვარს და მთავრდება 31 დეკენბერს

გამონაკლისია დაწყების წელი როცა ვადა იწყება რეგისტრაციის ვადით და მთავრდება 31 დეკემბერს

 

თავი 8. ასოციაციის დაშლა და რეორგანიზება

8.1 ასოციაციის მოღვაწეობის შეწყვეტა ხორციელდება მისი დაშლის ან რეორგანიზების ფორმით

8.2 ასოციაციის დაშლა შეიძლება მოხდეს შემდეგი მიზეზებით:

      – გაკოტრება ან რეგისტრაციის შეჩერება

–        თუკი ასოციაცია ძირითადად სამეწარმეო საქმიანობაზე გადავიდა

–        თუკი ასეთი გადაწვეტილება გენერალურ ყრილობაზე იქნა მიღებული

8.3 დაშლა შეიძლება განხორციელდეს გამგეობის მიერ, თუკი

არსებობს უთანხმოება გამგეობის წევრებს შორის ასოციაციის დაშლასთან დაკავშირებით,  დაშლა განხორციელდება სასამართლოს მიერ დანიშნული წარმომადგენელის მიერ არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.

8.5 ასოციაციის დაშლის შემთხვევაში მიმდინარე საქმიანობა უნდა შეწყდეს, კრედიტორები დაკმაყოფილებული იქნენ, საკუთრების დარჩენილი ნაწილი განსაკარგავად გადაეცეს სასამართლოს რომელმაც ზემოთაღნიშნული შეიძლება გადასცეს მსგავსი ტიპის ორგანიზაციას, საქველმოქმედო ორგანიზაციას, სახელმწიფოს.

8.6 ასოციაციის დაშლა და მისი ქმედებების შეწყვეტა ძალაში შედის იმ მომენტიდან,

როდესაც რეგისტრაციის სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო რეესტრიდან ასოციაციის ამოღების შესახებ

 

 

 

Search