საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია“სსსა” არის ექიმთა არასამთავრობო,  არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ექიმთა კონსოლიდაციადა ინტეგრაციასაერთაშორისო საზოგადოებაში, ეხმარება საქართველოში და მის გარეთ მოღვაწე ექიმებს ხარისხიანი უწყვეტი პროფესიული განათლების მიღებაში/საუკეთესო მტკიცებულებებზე დაფუძნებული  სამედიცინო პრაკტიკის დანერგვაში. სსსა-ს (თავდაპირველად „ჯიმა”) შექმნის იდეა დაიბადა ქ. ტელ-ავივის უნივერსიტეტშის სამედიცინო ფაკულტეტზე გიორგი ჩახავას და ნინო კანდელაკის დიპლომისშემდგომი სამედიცინო სტაჟირების დროს.

2006 წლის გაზაფხულზე ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირის გამგეობის რჩევით  ძველი სახელი „ჯიმა“  შეიცვალა სახელით საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია“სსსა”  და  ნოემბერში სსსა ისრაელის სამედიცინო ასოციაციასთან ერთად მიღებული იქნა ევროპის მედიკოს სპეციალისტთა კავშირში ასოციირებული წევრის სტატუსით, ხოლო 2010 წლის გაზაფხულზე გახდა ევროპის სამედიცინო ასოციაციის ინსტიტუციური წევრი.

ბოლო წლებში მიმდინარე მოვლენების შედეგად უამრავმა ქართველმა ექიმმა მიაშურა უცხოეთს განათლების მისაღებად. მათი ნაწილი დარჩა უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში და სამედიცინო დაწესებულებებში სამუშაოდ. უმეტესობა ოცნებობს სამშობლოში დაბრუნებაზე. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ქართველი ექიმებისთვის სამშობლოში სამუშაო გარემოს-პირობების ხელშეწყობა და ღირსების დაცვა. ქვეყნის  ხელისუფლების, საქართველოს თითოეული მოქალაქის უპირველესი პრიორიტეტი ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრაციაა, რაც მეტად მრავალმხრივი, რთული, შრომატევადი პროცესია, რასაც ქვეყნის ეკონომიკური თუ სოციალური სფეროს თითოეული რგოლის უდიდესი ძალისხმევა და ყოველდღიური მიზანმიმართული საქმიანობა ესაჭიროება.

უახლესი გეგმები:

·       უწყვეტი  სამედიცინო განათლების სფეროში არსებული  თანამედროვე  სტანდარტების საქართველოში  დანერგვა.

·        სხვადასვა საერთაშორისო სამედიცინო ასოციაციებში  გაერთიანება.

·      წამყვანი უცხოელი  კოლეგების  მოწვევა , დიპლომისშემდგომი და  უწყვეტი  პროფესიონალური  სწავლების ხელშეწყობა.

·       სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზაცია, მოწვეული სპეციალისტების მიერ პაციენტებისათვის უფასო სამედიცინო დახდახმარების ორგანიზაცია,  ქირურგიული ოპერაციები, კონსულტაციები და სხვ.

ტელემედიცინა, მეორადი აზრი, დისტანციური სწავლება ,სამედიცინო გამოფენების  მოწყობა.

2006 წლის  17-19 ივნისს , თსსუ - ში გაიმართა დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს ღია უნივერსიტეტის სამედიცინო განათლების ცენტრის დირექტორის პროფესორ ჯენეტ გრანტის ვიზიტი.

პროფესორი ჯენეტ გრანტი არის დიდი ბრიტანეთის სამედიცინო განათლების ცენტრის ხელმძღვანელი , სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის სფეროში . ასევე იგი არის დიდი ბრიტანეთის ფსიქოლოგთა საზოგადოების წევრი და კლინიკური დარგების პროფესორ - მასწავლებელთა ბრიტანეთის ნაციონალური ასოციაციის საპატიო წევრი . მისი სადოქტორო დისერტაცია ეხება განათლების ფსიქოლოგიის საკითხებს .

პროფესორი ჯენეტ გრანტი მუშაობდა მრავალ ქვეყანაში სამედიცინო განთლების განვითარების შეფასების საკითხებზე , ამავდროულად იყო მიწვეული როგორც ექსპერტი მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში . პროფესორი გრანტი დიდ ბრიტანეთში ახლადშექმნილი დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების და ტრეინინგის მარეგულირებელი საბჭოს დამფუძნებელია . ხელმძვანელობს კურიკულუმის კომიტეტს , რომელიც ადგენს სტანდარტებს და ამტკიცებს პროგრამებს დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლებისთვის.

საერთაშორისო ექსპერტის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ქართველ სპეციალისტებთან საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება სასწავლო პროგრამების ( კურიკულუმის ) შეფასების და სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის ასპექტების თაობაზე.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ : თსსუ და სამედიცინო განათლების ცენტრი ღია უნივერსიტეტი – დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო .

სემინარს ესწრებოდნენ თსსუ – ს თანამშრომლები და სამედიცინო განათლების სფეროს ქართველი ექსპერტები , რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ სემინარის მსველობაში .

საერთაშორისო სემინარის დასასრულს ჩატარდა შემაჯამებელი შეხვედრა “ მრგვალი მაგიდა ” თსსუ რექტორის , სემინარის მონაწილეებს და შრომის , ჯანდაცვის და სოცილური უზრუნველყოფის და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მინისტრის მოადგილეების : ნიკოლოზ ფრუიძის , ვახტანგ მოსიძის , ლევან ჯუღელის , ბელა წიფურიას , არჩილ სამადაშვილის მონაწილეობით.

ამ შეხვედრაზე ქალბატონმა ჯენეტ გრანტმა მადლობა გადაუხადა სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბ - ნ გია მენაბდეს და საერთაშორისო ექსპერტის მოწვევის პროგრამის კოორდინატორს ბ - ნ გია ჩახავას საქართველოში მოწვევისთვის . მან იმედი გამოთქვა რომ თსსუ - ს თანამშრომლები მომავალშიც წარმატებით გააგრძელებენ დაწყებულ მუშაობას და თავიანთ წვლილს შეიტანენ საქართველოში სამედიცინო განათლების რეფორმირების პროცესში საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით .
სემინარის მონაწილეებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სერთაშორისო სერტიფიკატები . სემინარის დასკვნით ღონისძიებას ესწრებოდნენ მასმედიის წარმომადგენლები .

 

2005 წლის ოთხსაბათს 27 აპრილს შედგა ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ”ჯიმა”-ს დამფუძნებელთა პირველი საქმიანი შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა ასოციაციის დამფუძნებელთა უმეტესობა და საქართველოს პარლამენტის სამედიცინო კომისიის თავჯდომარის მოადგილე გოგიტა გეგელაშვილი, სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პრორექტორი ბ-ნი მერაბ ქავთარაძე, “ღია სამედიცინო კლუბის” პრეზიდენტი ბ-ნი დავით ფრუიძე.

სხდომის თავჯდომარე გიორგი ჩახავა

სწავლული მდივანი ნ. კანდელაკი.

დღის წესრიგი:

 

1. ინფორმაცია ჯანდაცვის სისტემაში ახალი მიმართულების “საზოგადოების მოთხოვნილებებზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისის შესახებ”.

2. არასამთავრობო ორგანიზაცია ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ”ჯიმა”-ს შექმნის შესახებ.

 

კამათში მონაწილეობდნენ

 

პარლამენტის სამედიცინო კომისიის თავჯდომარის მოადგილემ გოგიტა გეგელაშვილმა აღნიშნა, რომ დღევანდელ საქართველოში მიუხედავად მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობისა, სამედიცინო სფეროში არსებული მძიმე სიტუაციის გათვალისწინებით განსაკუთრებით აქტუალურია ახლად შექმნილი ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის “ჯიმა”-ს ხედვა და მიდგომა არსებული პრობლემებისადმი. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით მან შესთავაზა “ჯიმა”-ს პარლამენტის სამედიცინო კომისიის მხარდაჭერა

1)ასოციაციის სხვადასხვა საერთაშორისო ფონდებთან თანამშრომლობისათვის რეკომენდაცია.

2) ასოციაცია “ჯიმა’-ს უცხოელელ კოლეგებთან უკვე არსებული კონტაქტების ხელშეწყობა და განვითარება.

3) პროგრესულ არასამთავრობო ორგანიზაცია”ღია სამედიცინო კლუბთან” ერთად ასოციაცია “ჯიმა’-ს ინიციატივის მხარდაჭერა დარგობრივი ასოციაციების შემდგომი განვითარების და გაძლიერების თვალსაზრისით.

დავით ფრუიძე-“ღია სამედიცინო კლუბი” მიესალმა წამყვან პროფესიონალ-სპეციალისტთა გაერთიანებას, რომელიც მომავალში ნაყოფიერად ითანამშრომლებს ”ღია სამედიცინო კლუბთან”. დაისახა რამოდენიმე პროექტი კონკრეტული თანამშრომლობისათვის.

მან იმედი გამოთქვა რომ “ღია სამედიცინო კლუბთან” ერთად “ჯიმა” ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფო აკადემიას გარდამავალ ეტაპზე რეფორმების გატარებაში, ხელს შეუწყობს დარგობრივი ასოციაციების გაძლიერებას.

მამუკა ბოკუჩავამ შეკრებილებს მოახსენა სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაციის გამოცდილების შერსახებ სამედიცინო სპეციალობების კონცეფსიის თვალსაზრისით, ხაზი გაუსვა სპეციალობების ევროპული საბჭოების ნოსტრიფიცირების მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა რომ “ჯიმა” სხვა ანალოგიური არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან განსხვავებით უფრო ქმედითუნარიანი იქნება ამ მიმართულებით.

სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის პრორექტორმა ბ-მა მერაბ ქავთარაძემ ხაზი გაუსვა-“ჯიმა”-ს დამფუძნებელთა შეკრებაზე ჩამოყალიბდა რამოდენიმე ძალზე საინტერესო და აქტუალური იდეა. აუცილებელია სპეციალობების ჩამონათვალის შემცირება ევროპული მოდელის მიხედვით. ამ პროცესებში სახელმწიფო სამედიცინო აკადემიას ძალზე მნიშვნელოვანი ფუნქცია ეეკისრება, აქედან გამომდინარე ამ ეტაპზე ყველა კონსტრუქციული ძალა ერთიანდება აკადემიის გარშემო.

ლევან ნაჭყებიამ გამოთქვა აზრი რომ ექიმთა დიპლომისშემდგომი და უწყვეტი პროფესიული განათლების თვალსაზრისით “ჯიმა”-ს შესწევს სამედიცინო განათლების და განვითარების ახალი მეთოდების შემუშავების და დანერგვის უნარი. მან თავის მხრივ აღუთქვა “ჯიმა”-ს ყველანაირი დახმარება და გაუზიარა თავისი გამოცდილება ორთოპედიასა და იმპლანტოლოგიაში დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით, რომელსაც აქვს საერთაშორისო ევროპული სტრუქტურებისაგან სათანადო მხარდაჭერა.

შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა სხდომის თავჯდომარე გ.ჩახავა-რომელმაც მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და იმედი გამოთქვა რომ მომავალში ასოციაცია შესძლებს აკადემიასთან ერთად შეძლებს დასახული ამოცანების შესრულებას.

თავჯდომარე გ. ჩახავა

სხდომის მდივანი ნ.კანდელაკი

ასოციაციის სახელზე მიღებულია მხარდამჭერი წერილები, სამოქალაქო კვლევის განვითარების პროგრამის მთავარი მენეჯერის პროფ. კ.ვოლფისგან, MASHAV - ის პროგრამის ხელმძღვანელის პროფ. რ.მაიმონისაგან და თურქეთის ნევროლოგიისა და ფსიქიატრიის ინსტიტუტის დირექტორისაგან პროფ. ტ.დალკარასაგან, ტელ-ავივის უნივერსიტეტის რევმატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელისაგან პროფ. დ.კასპისაგან. წერილები მოთავსებულია ამავე საიტის ინგლისურ ვერსიაში. ასოციაციაში გაწევრიანდნენ ჩვენი თანამემამულეები პროფ. ი. სულაქველიძე (ტკივილის სპეციალისტი და ანესთეზიოლოგი ა.შ.შ. სიეტლი) და ბ.მ.კ. თ. ჭელიძე. შვეიცარია (ნეიროფიზიოლოგი ციურიხის ნევროლოგიის კლინიკიდან, კლინიკის ხელმძღვანელი პროფ. ჰესი).

უახლოეს მომავალაში დაგეგმილია ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია ”ჯიმას” დამფუძნებელთა შეხვედრა სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან, პრესასთან და ტელევიზიასთან. შეხვედრაზე განხილული იქნება უკვე დაგეგმილი პროექტები და მათი განხორციელების პერსპექტივები.



საერთაშორისო სიმპოზიუმი

"ბიოლოგიური ტერორიზმის ტექნიკური საფრთხე და ხელშემწყობი ფაქტორები"
თბილისი, 5-6 დეკემბერი, 2007 წელი.
 
არ არსებობს მეცნიერება ბიოუსაფრთხოების გარეშე!

5-6 დეკემბერს საქართველოს დედაქალაქი თბილისი მასპინძლობს ბიოუსაფრთხოების სპეციალისტების საერთაშორისო შეხვედრას, რომელიც ეძღვნება მსოფლიოში ბიოტერორიზმთან ბრძოლასა და  ბიოუსაფრთხოების განვითარების მიღწევებს. პროგრამა მოიცავს ბიოუსაფრთხოების მარეგულირებელ და სამეცნიერო სფეროს სხვადასხვა ასპექტებს.

სიმპოზიუმი ტარდება სასტუმრო “თბილისი-მარიოტში” რუსთაველის გამზ.13  09.30-17.00
მონაწილეების რეგისტრაცია 09.30–დან 18სთ-დე


გიორგი ჩახავა, მედიცინის დოქტორი
სიმპოზიუმის თავმჯდომარე

  ნინო კანდელაკი, მედიცინის დოქტორი
სიმპოზიუმის კოორდინატორი

ორგანიზატორები

• ამერიკის საელჩო საქართველოში
• სამოქალაქო კვლევის და განვითარების ფონდი (ჩღDF)
• თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
• საქართველოს სამედიცინო სპეციალობების ასოციაცია

 

სიმპოზიუმის სამუშაო ენა ინგლისური და ქართული

Search